ეროვნული მეჯლისის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ

შეხვედრა გამართა გერმანიაში.

109032
ეროვნული მეჯლისის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ შეხვედრა გამართა გერმანიაში.
დელეგაცია, გუშინ, რიგი შეხვედრების შემდეგ, ადგილზე დაესწრო მიუნხენში, თურქი ემიგრანტების მკვლელობაში ბრალდებული ეროვნული სოციალისტური იატაკქვეშა ტერორისტული ორგანიზაციის (NSU) სახელმწიფო უზენაესი სასამართლოს მხრიდან წარმართულ სასამართლოს.
სასამართლოს შემდეგ, თურქეთის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ აიჰან საფერ უსტუნმა განაცხადა, რომ მოკლულთა ახლობლებმა, თავიანთი ადვოკატების მსგავსად, მოითხოვეს გამომზეურებულ იქნენ ორგანიზაციისთვის მხარდამჭერი პირები და ორგანიზაციები.
უსტუნმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ შეწყდება საქმის წარმართვა წავლენ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომდე. აღნიშნა, რომ დანაშაულში ნომერ პირველი ეჭვმიტანილი ბეატე ჩეპე, რათა არ მოხდეს სხვა დამნაშავის გამომზეურება, ისევ დუმილის უფლებას იყენებს. არ არის გამორიცხული, რომ დუმილის უფლების გამოყენება ხდება სხვა ვინმეს მითითებით.
დელეგაცია, სასამართლოს თავჯდომარე კარლ ჰუბერთან შეხვედრის შემდეგ, დაბრუნდა სამშობლოში.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები