რუჰანი თურქეთში ხვალ ჩამოვა

ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი თურქეთში

86623
რუჰანი თურქეთში ხვალ ჩამოვა


თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით აბდულლაჰ გიული მოწვევით ხვალ ანკარას ორ დღიანი ვიზიტით ესტუმრება ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი, რომელსაც ჩანკაიას რეზიდენციაში ოფიციალურ მიღებას მოუწყობს მისი თურქი კოლეგა აბდულლაჰ გიული და პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯერ დელეგაციათა შორისო შეხვედრა გაიმართება, შემდეგ კი რუჰანი და გიული ერთობლივ პრეს კონფერენციას გამართავენ. ირანელ სტუმარს პრემიერი ერდოღანიც მიიღებს და შეხვედრის დასრულების შემდეგ ისინი შეუერთდებიან თურქეთ-ირანის უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შეკრებას. აქვე ხელი მოეწერება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პროტოკოლებს ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროებში, რითაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა უაზლოეს წლებში 30 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. თურქეთის პრეზიდენტი ირანელი კოლეგის საპატივსაცემოთ ვახშამს გამართავს, იტყობინება თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახური


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები