სამხედრო წვრთნები „თეთრი ქარიშხალი 2014" გრძელდება

77438
სამხედრო წვრთნები „თეთრი ქარიშხალი 2014" გრძელდება


სამხედრო წვრთნები „თეთრი ქარიშხალი 2014“ გრძელდება. წვრთნებს გამორჩეულ დამკვირვებელთა დღეს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი ნეჯდეთ ოზელი, ძალთა სარდლები და ჟანდარმერიის გენერალური სარდალი ესწრებიან. წვრთნების ფარგლებში Harpoone-ის მართვადი ჭურვის გარდა, თურქულ საბრძოლო გემებზე არსებულ ყველა მართვად ჭურვსა და ტორპედოს გამოცდიან.

აღნიშნული წვრთნები საბრძოლო მასალების კუთხით თურქული ფლოტის მიერ დღემდე განხორციელებული ყველაზე დიდი საზღვაო სამხედრო წვრთნები გახლავთ.

წვრთნებში მონაწილეობას იღებს 8 ფრეგატი, 3 კორვეტი, 18 მოიერიშე კატარღა, 6 წყალქვეშა გემი, 3 განმნაღმველი, 10 დამხმარე კლასის გემი, 4 საპატრულო კატარღა, 2 წყალქვეშა შემტევი რაზმი, 2 წყალქვეშა დაცვის რაზმი, 4 საზღვაო საპატრულო თვითმფრინავი და 13 ვერტმფრენი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები