სომაში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

მან 301 კაცს მიაღწია

68863
სომაში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა



სომას ქვანახშირის მაღაროში დაღუპულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. წუხელ ამასთან დაკავშირებით გუშინ საღამოს ბოლო განცხადება გაავრცელა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა თანერ ილდიზმა და თქვა რომ, კიდევ 14 დაღუპულის გვამი გამოიტანეს მაღაროდან, რის შემდეგაც დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 298 კაცს მიაღწია. მისივე თქმით მაღაროში კიდევ რამდენიმე კაცია დარჩენილი და ალბათ მათ გვამებს დღეს მიაგნებენ. გუშინვე ტრაგედიის ადგილს ეწვია თურქეთის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ფარუქ ჩელიქი და თქვა რომ, სომას ტრაგედიის შემოწმებას და ექსპერტიზას სპეციალური, დამოუკიდებელ აუდიტთა კომისია გამოიძიებს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები