ისტორიულ ქირქფინარის ჭიდაობაში შეჯიბრი დასრულდა

ისტორიულ ქირქფინარის ჭიდაობაში შეჯიბრი დასრულდა

2160615
ისტორიულ ქირქფინარის ჭიდაობაში შეჯიბრი დასრულდა

ისტორიულ ქირქფინარის ჭიდაობაში შეჯიბრი დასრულდა.

ღონისძიება, რომელიც წელს 663-ედ გაიმართა და იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, 4 დღე გაგრძელდა.

ღონისძიებაზე, სადაც მთლიანობაში 752 მოჭიდავე იბრძოდა, მათ შორის გამარჯვებულ 40 მოჭიდავეს შორის სარაიჩიში შეჯიბრი გაიმართა.

40 მოჭიდავიდან ფინალში კი გავიდა ბოლო ორი წლის მთავარი მოჭიდავეები მუსტაფა თაში და იუსუფ ჯან ზეიბეკი

მუსტაფა თაშმა მეოთხედფინალში ენეს დოღანი დაამარცხა, ნახევარფინალში კი სერჰათ გოქმენი.

იუსუფ ჯან ზეიბეკმა მეოთხედფინალში მუსტაფა არსლანი, ნახევარფინალში კი ჰუსეინ გუმუშალანი დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ოქროს ქამარი ზედიზედ მეორედ მოიპოვა იუსუფ ჯან ზეიბექმა, რომელმაც ფინალურ ბრძოლაში მეტოქე დაამარცხა.

თუ წარმატებული მოჭიდავე მომავალ წელს ქირქფინარში ისევ მთავარი მოჭიდავის ტიტულს მოიპოვებს, ოქროს ქამრის მარადიული მფლობელი გახდება.

ისტორიულ ღონისძიებაზე მეორე ადგილი დაიკავა მუსტაფა თაშმა, ხოლო მესამეზე სერჰათ გოქმენი და ჰუსეინ გუმუშალანი გავიდნენ.


საკვანძო სიტყვები: #ქირქფინარის ჭიდაობა

მსგავსი ინფორმაციები