თურქეთმა უელსი 2-0 დაამარცხა
თურქეთმა უელსი 2-0 დაამარცხა
თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც D ჯგუფში ასპარეზობს, EURO 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრაში გუშინ, უელსს უმასპინძლა.
ქალაქ სამსუნში, 19 მაისის სტადიონზე გამართული შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით, 2-0 დასრულდა.
თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა დღემდე გამართული ოთხი შეხვედრიდან სამი მოგებითა და ერთი წაგებით 9 ქულა მოაგროვა და ჯგუფში ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა.
თურქეთის სახელით გოლები, უმუთ ნაირმა (72) და არდა გულერმა (80) გაიტანეს.
მეორეს მხრივ, ჯგუფის მეორე მატჩში სომხეთმა ლატვიას 2-1 მოუგო და 6 ქულამდე ავიდა.
საკვალიფიკაციო ეტაპი, რომლითაც EURO 2024-ში მონაწილე 20 გუნდი უნდა გამოვლინდეს, 2023 წლის 16-21 ნოემბერს გასამართი მატჩებით დასრულდება.
EURO 2024-ში მონაწილეობის უფლება ექნება გუნდებს, რომლებიც 10 ჯგუფში პირველ 2 ადგილს დაიკავებენ.