"ბარსელონა"-მ ლა ლიგა მოიგო

"ბარსელონა"-მ ლა ლიგა მოიგო

1986677
"ბარსელონა"-მ ლა ლიგა მოიგო

"ბარსელონა"-მ ლა ლიგა მოიგო

ესპანეთის პირველი საფეხბურთო ლიგის (ლა ლიგა) 34-ე კვირაში "ბარსელონამ" "ესპანიოლი" 4-2 დაამარცხა და ჩემპიონატის დამთავრებამდე 4 კვირით ადრე ჩემპიონობა მოიპოვა.

ბარსელონამ, რომელმაც დერბი მატჩში, სადაც ქალაქ ბარსელონას ორი გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს, ადვილად მოუგო მეტოქეს, ქულები 85-მდე გაზარდა, ყველაზე ახლო მეტოქეს რეალ მადრიდს 14 ქულით გადაუსწრო და ჩემპიონობა მოიპოვა.

კატალონიელთა გოლები რობერტ ლევანდოვსკიმ (2), ალეხანდრო ბალდემ და ოლივერ კუნდემ გაიტანეს. ესპანიოლის გოლები ხავიერ პუადომ და ხოსელუმ გაიტანეს.

ბოლოს ბარსელონა 2018-2019 წლების სეზონზე გახდა ჩემპიონი და სამი წლის შემდეგ ეს თასი 27-ედ მოიგო.

მადრიდის რეალი ლა ლიგაში ყველაზე მეტი 35 ჩემპიონობის მქონე კლუბია, ხოლო ბარსელონა მეორე ადგილზეა.

ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი „ესპანიოლი“ 31 ქულით ბოლოდან მეორე ადგილზე (19) დარჩა.


საკვანძო სიტყვები: #ლა ლიგა , #ბარსელონა

მსგავსი ინფორმაციები