პერესმა აზერბაიჯანის გრანპრი მოიგო

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 ასპარეზობაზე, აზერბაიჯანის გრანპრი, რედ ბულის გუნდის მექსიკელმა პილოტმა სერხიო პერესმა მოიგო

1981364
პერესმა აზერბაიჯანის გრანპრი მოიგო

პერესმა აზერბაიჯანის გრანპრი მოიგო

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 ასპარეზობაზე, აზერბაიჯანის გრანპრი, რედ ბულის გუნდის მექსიკელმა პილოტმა სერხიო პერესმა მოიგო.

დედაქალაქ ბაქოში 6-კილომეტრიან ბაქოს საქალაქო ტრასაზე 51 წრიან ასპარეზობაში ფერარის პილოტმა შარლ ლეკლერკმა მონაკოდან, რომელმაც რბოლა ლიდერობით დაიწყო, პირველი 3 წრეში ადგილი შეინარჩუნა.

Red Bull-ის პილოტმა მაქს ვერსტაპენმა ასპარეზობის მე-4 წრეში და მისმა თანაგუნდელმა სერხიო პერესმა კი მე-6 წრეში, ლეკლერი უკან ჩამოიტოვა და პირველ ორში მოხვდა.

როდესაც AlphaTauri-ის პილოტის ნიკ დე ვრიესეის მანქანა გაჩერდა მე-11 წრეზე, რბოლაზე ყვითელი დროშა აღიმართა და ბევრი პილოტი პიტ-სტოპში შევიდა.

პიტ-სტოპის შემდეგ რბოლაში მე-3 ადგილზე გადავიდა ვერსტაპენი, მეორედ ლეკლერკს გადაასწრო, მაგრამ ლიდერ პერესს ჩამორჩა.

პერესი ამ სეზონზე მეორედ და კარიერაში კი მეექვსედ ავიდა პოდიუმის მწვერვალზე.

მექსიკელი პილოტი, რომელმაც საჩემპიონო ბრძოლაში პილოტების კლასიფიკაციაში ვესტაპენსა და მას შორის სხვაობა 8 ქულამდე შეამცირა, ასევე გახდა პირველი პილოტი, რომელმაც ორჯერ მოიგო აზერბაიჯანის გრანპრი.

სეზონის მეხუთე რბოლა, მაიამის გრანპრი, კვირას, 7 მაისს გაიმართება.


საკვანძო სიტყვები: #ფორმულა 1 , #აზერბაიჯანი

მსგავსი ინფორმაციები