თურქეთი EURO 2024-ის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩს ხორვატიასთან გამართავს

თურქეთი EURO 2024-ის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩს ხორვატიასთან გამართავს

1965871
თურქეთი EURO 2024-ის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩს ხორვატიასთან გამართავს

თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, რომელიც  D ჯგუფში ასპარეზობს, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ტურნირის შესარჩევი მატჩების ფარგლებში მეორე შეხვედრას დღეს, ხორვატიასთან გამართავს.

მატჩი, ბურსაში ადგილობრივი დროით, 21:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში TRT 1-ის არხი გააშუქებს.

თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი სომხეთთან გამართა. ერევანში გამართული მატჩი, სტუმრების გამარჯვებით 2-1 დასრულდა.

ჯგუფური ეტაპი, სადაც EURO 2024-ში მონაწილე 20 გუნდი გამოვლინდება, 2023 წლის 16-21 ნოემბერს გასამართი მატჩებით დასრულდება.

ევრო 2024-ში მონაწილეობის უფლებას მომპოვებელი გუნდები, რომლებიც 10 ჯგუფში განთავსდებიან, პირველ და მეორე ადგილზე გამსვლელი გუნდებით დაკონპლექტდება.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ხორვატია , #EURO 2024

მსგავსი ინფორმაციები