FIFA-ს პრეზიდენტად კიდევ ერთხელ ჯანი ინფანტინო იქნა არჩეული

FIFA-ს პრეზიდენტად კიდევ ერთხელ ჯანი ინფანტინო იქნა არჩეული

1960863
FIFA-ს პრეზიდენტად კიდევ ერთხელ ჯანი ინფანტინო იქნა არჩეული

რუანდის დედაქალაქ კიგალში FIFA-ს (ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია) 73-ე კონგრესზე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. პრეზიდენტად კი ჯანი ინფანტინო იქნა არჩეული. 52 წლის ინფანტინო, რომელიც არჩევნებში ერთადერთ კანდიდატად იყო წარდგენილი, 2027 წლამდე დარჩება ამ თანამდებობაზე.

არჩევნების შემდეგ თავის მოკლე სამადლობელ სიტყვაში ინფანტინომ თქვა: „იყო ფიფას პრეზიდენტად წარმოუდგენელი დიდი პატივია, პრივილეგია და პასუხისმგებლობაა. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის დიდი პატივია. ვიცი, რომ უფრო მეტ ადამიანს ვუყვარვარ, ვიდრე ვძულვარ. ყველანი მიყვარხართ.“


საკვანძო სიტყვები: #FIFA , #ჯანი ინფანტინო , #პრეზიდეტი

მსგავსი ინფორმაციები