ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა
ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა

FİFA-ს ოფიციალურ საიტზე 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფორმატი გამოქვეყნდა, რომელიც 48 ნაკრებზეა გათვლილი. თავიდან იგეგმებოდა სამ-სამ გუნდიანი 16 ჯგუფის შექმნა, თუმცა ოფიციალურ პირებს ასეთი მოდელი არ აწყობდათ, რადგან გუნდების ნაწილს ტურნირზე მხოლოდ 2 მატჩის ჩატარება მოუწევდათ.
ამიტომ, გადაწყდა, შეიქმნას 12 ჯგუფი ოთხ-ოთხი გუნდით. ამის შემდეგ იქნება პლეი-ოფი, ანუ 1/16 ფინალი, რომელსაც შეადგენენ ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები და 8 საუკეთესო მესამეადგილოსანი.
ტურნირი, სადაც 64-ის ნაცვლად 104 მატჩი გაიმართება, 39 დღეს გაგრძელდება. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 19 ივლისს არის დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ პირველად მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში მუნდიალს სამი ქვეყანა - მექსიკა, აშშ და კანადა უმასპინძლებს. 32-გუნდიანი ფორმატი 1998 წლიდან შემოიღეს და კატარის მუნდიალის მოქმედებდა.
მსგავსი ინფორმაციები

თურქეთი EURO 2024-ის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩს ხორვატიასთან გამართავს
თურქეთი EURO 2024-ის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩს ხორვატიასთან გამართავს