„დონეცკის შახტარ“-მა 25 მილიონი დოლარი უკრაინის ჯარს გადაურიცხა
„დონეცკის შახტარ“-მა 25 მილიონი დოლარი უკრაინის ჯარს გადაურიცხა
უკრაინის პრემიერლიგის ერთ-ერთი გუნდის „დონეცკის შახტარი“-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიხაილო მუდრიკის ტრანსფერიდან მიღებული შემოსავალი 25 მილიონი დოლარი უკრაინის ჯარს შესწირეს.
კლუბის პრეზიდენტმა, რინატ ახმეტოვმა აღნიშნა, რომ ინგლისის გუნდ „ჩელსი“-ში ბონუსებთან ერთად 100 მილიონი ევროს ბონსერვისის სანაცვლოდ გაგზავნილი მუდრიკის ტრანსფერიდან მიღებული თანხის ნაწილი გადაეცემა რუსეთთან ომში მყოფ უკრაინის ჯარს.
ახმეტოვმა აღნიშნა: "25 მილიონი დოლარის დახმარება გადაეცემა ჯარისკაცებს, მათ, ვინც იცავს საკუთარ ქვეყანას და მათ ოჯახებს. ეს დახმარება ასევე მოხმარდება მნიშვნელოვან ხარჯებს, როგორიცაა ჯანდაცვა და წინასწარი მკურნალობა“.
გუშინ ჩელსიმ განაცხადა, რომ დონეცკის შახტარში 22 წლის უკრაინელ გარემარბს 8,5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ახალგაზრდა ნიჭიერმა მუდრიკმა ამ სეზონზე საკლუბო კარიერაში 18 მატჩში 10 გოლი გაიტანა.
გარემარბმა, რომელმაც უკრაინის ნაკრებში 8 მატჩი ჩაატარა, მიმდინარე სეზონზე ჩემპიონთა ლიგაში 6 თამაშში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადცემა მოახდინა.