რონალდო დღეს მოწერს ხელს

რონალდო დღეს მოწერს ხელს

1926998
რონალდო დღეს მოწერს ხელს

პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო, რომელიც საუდის არაბეთის კლუბ „ალ ნასრს“ შეუთანხმდა, კონტრაქტის გაფორმების მიზნით დედაქალაქ რიადში ჩავიდა. კლუბიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხელმოწერის ცერემონია, დედაქალაქ რიადში, Mrsool Park-ის სტადიონზე გაიმართება.

ცნობისათვის, 37 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა რონალდომ საუდის არაბეთის კლუბ „ალ ნასრთან“ ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

იგი ადრე, სპორტინგში, მანჩესტერ იუნაიტედში, მადრიდის რეალსა და იუვენტუსში თამაშობდა.


საკვანძო სიტყვები: #ალ ნასრი , #კრიშტიანო რონალდო

მსგავსი ინფორმაციები