თურქეთს 2028 და 2032 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა სურს

თურქეთს 2028 და 2032 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა სურს

1916230
თურქეთს 2028 და 2032 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა სურს

თურქეთმა, 2028 და 2032 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის განაცხადი უკვე გააკეთა. საკითხთან დაკავშირებით თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მეჰმეთ ბუიუქექშიმ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ირლანდიამ, შოტლანდიამ, უელსმა და დიდმა ბრიტანეთმა 2028 წლისთვის ერთობლივი კანდიდატურა განაცხადეს. ჩვენ მარტო შევიტანეთ განაცხადი. იტალიამაც 2032 წლისთვის მარტო შეიტანა განაცხადი. ჩვენ, მსოფლიო სტანდარტების მრავალი სტადიონები გვაქვს. ქალაქების არჩევნები უკვე გავაკეთეთ და უეფას ვაცნობეთ.  განაცხადების შეტანის დრო ამოწურულია. თურქეთი ორივე ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მზად არის“.

ცნობისათვის, უეფა არჩევანს 2023 წლის შემოდგომაზე გააკეთებს.



მსგავსი ინფორმაციები