"ტრაბზონსპორი" ხვალ "მონაკოს" დაუპირისპირდება

"ტრაბზონსპორი" ხვალ "მონაკოს" დაუპირისპირდება

1888910
"ტრაბზონსპორი" ხვალ "მონაკოს" დაუპირისპირდება

უეფას ევროპის ლიგის H ჯგუფის მესამე მატჩში ხვალ ტრაბზონსპორი სტუმრად საფრანგეთის მონაკოს დაუპირისპირდება.

მატჩის, რომელიც თურქეთის დროით 19.45 საათზე დაიწყება, მსაჯი იქნება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან გიორგი ყრუაშვილი.

ტრაბზონსპორმა ჯგუფში პირველ მატჩში უნგრეთის ფერენცვაროშისთან 3-2 წააგო, მეორე მატჩში კი სერბეთის ცრვენა ზვეზდა 2-1 დაამარცხა.

გუნდმა პირველ ორ მატჩში 3 ქულა მოაგროვა და  3 ქულიანი მეტოქე მონაკოს წინ მე-2 ადგილზეა.

თუ ტრაბზონსპორი მონაკოს დაამარცხებს, ევროპის თასზე 1141 დღის შემდეგ სტუმრად მატჩს ისევ მოიგებს.


საკვანძო სიტყვები: #ევროპის ლიგა , #უეფა

მსგავსი ინფორმაციები