ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩები დასრულდა

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩები დასრულდა

1872241
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩები დასრულდა

გუშინ, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩები დასრულდა. თურქეთის წარმომადგენელი, ტრაბზონსპორი დანიურ კლუბ, კოპენჰაგენს მასპინძლობდა. ტრაბზონში, შენოლ გუნეშის სპორტულ კომპლექსში გამართული, ტრაბზონსპორ-კოპენჰაგენის მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა. რადგან ამ ორ კლუბს შორის გამართული პირველი შეხვედრა, 2-1 კოპენჰაგენის გამარჯვებით იყო დასრულებული, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურიც დანიურმა კლუბმა მოიპოვა.

ტრაბზონსპორი კი მიმდინარე სეზონზე კარიერას, ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.



მსგავსი ინფორმაციები