კონიაში ისლამური სოლიდარობის თამაშები დაიწყო

კონიაში ისლამური სოლიდარობის თამაშები დაიწყო

1865885
კონიაში ისლამური სოლიდარობის თამაშები დაიწყო

თურქეთის ქალაქ კონიაში, ისლამური სოლიდარობის მე-5 თამაშები დაიწყო. თამაშები, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის და სხვადასხვა ქვეყნების ლიდერების და მთავრობების წარმომადგენლების მონაწილეობით დაიწყო. გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლის დროს, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა: „ვიწყებთ მე-5 ისლამური სოლიდარობის თამაშების სპორტულ აქტივობებს. ჩემი და ჩემი ერის სახელით ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ორგანიზაციაში მადლობას ვუხდი, სპორტსმენებს კი წარმატებებს ვუსურვებ“. ისლამურ თამაშებში მონაწილეობას ისლამური ქვეყნები იღებენ. მედლების მოსაპოვებლად სპორტსმენები სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.



მსგავსი ინფორმაციები