გალათასარაი ლიდერის რანგში გავიდა მომდევნო ტურში
გალათასარაი ლიდერის რანგში გავიდა მომდევნო ტურში
1745650
გუშინ, UEFA-ს ევროპის ლიგის ჯგუფური ბოლო მატჩები გაიმართა. თურქეთის წარმომადგენლი გალათასარაი, რომელიც E ჯგუფში ასპარეზობდა, იტალიის კლუბ ლაციოს დაუპირისპირდა. მატჩი, რომელიც რომში, სტადიო ოლიმპიკოზე გაიმართა, ფრედ 0-0 დასრულდა. დღემდე გამართული მატჩების შედეგებით გალათასარაიმ ჯგუფური მატჩები დაუმარცხებლად 12 ქულით დაასრულეს და ბოლო მე-16 ტურში გავიდა. რაც შეეხება ლაციოს ჯგუფში 9 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. იტალიის წარმომადგენელი მე-16 ტურისათვის პლეი ოფს ითამაშებს.