თურქეთმა ლატვია ბოლო წუთზე გატანილი პენალტით დაამარცხა

თურქეთმა ლატვია ბოლო წუთზე გატანილი პენალტით დაამარცხა

1718286
თურქეთმა ლატვია ბოლო წუთზე გატანილი პენალტით დაამარცხა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-8 ტურის ფარგლებში გუშინ, თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, რომელიც G ჯგუფში ასპარეზობს, ლატვიას დაუპირისპირდა. თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა ლატვია საკუთარ სტადიონზე დამატებით დროში 90+9 წუთზე ბურაკ ილმაზის მიერ გატანილი გოით 2-1 დაამარცხა და 3 ქულის მოპოვება შესძლო. თურქეთს ამჟამად ჯგუფში 15 ქულა აქვს და მესამე ადგილს იკავებს. თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე მეცხრე მატჩს, სახლში, გიბრალტარის წინააღმდეგ 13 ნოემბერს  ჩაატარებს.  


საკვანძო სიტყვები: #ლატვია , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები