ბოსტონის მარათონი 125-ედ გაიმართა

ბოსტონის მარათონი 125-ედ გაიმართა

1718282
ბოსტონის მარათონი 125-ედ გაიმართა
Manuela Schar Switzerland  Boston Marathon.JPG
Marcel Hug  Switzerland 125th Boston Marathon.JPG
Boston Marathon 1.JPG
Boston Marathon 2.JPG
Diana Kipyogei  Kenya 125th Boston Marathon.JPG

მსოფლიოში 6 უდიდესი მარათონიდან ერთ-ერთი „ბოსტონი“ შეერთებულ შტატებში ჩატარდა.

რბოლა, რომელიც 125-ედ გაიმართა, პანდემიის გამო 30 თვის შემდეგ პირველად ჩატარდა.

მამაკაცებს შორის პირველი ადგილი 2 საათი 9 წუთი 51 წამით კენიელმა ბენსონ კიპრუტომ დაიკავა.

2016 წლის ჩემპიონი, ეთიოპიელი ლემი ბერჰანუ მეორე ადგილზე, ხოლო მესამეზე მოქალაქე ჯემალ იიმერი გავიდა.

ქალთა შორის, პოდიუმი მთლიანად კენიელმა სპორტსმენებმა დაიკავეს.

დიანა კიპიოგეიმ 2 საათი 24 წუთი 45 წამით გამარჯვება მოიპოვა.

მეორე ადგილი დაიკავა 2017 წლის ჩემპიონმა ედნა კიპლაგატმა, ხოლო მესამე მერი ნგუგიმ.


საკვანძო სიტყვები: #ბოსტონის მარათონი

მსგავსი ინფორმაციები