მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში შეიძლება 2 წელიწადში ერთხელ გაიმართოს

უეფას განცხადებით, ეს საკითხი ფართო კონსულტაციებს მოითხოვს

1709764
მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში შეიძლება 2 წელიწადში ერთხელ გაიმართოს

 

უეფას განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატის ოთხწლიანი ციკლის ნაცვლად ორწლიან ციკლში ჩატარების წინადადება, მათში შეშფოთებას იწვევს და რომ ეს საკითხი მოითხოვს ფართო კონსულტაციებს. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ უეფამ და მისმა 55 წევრმა, 14 სექტემბერს ჩატარებულ სხდომაზე მოითხოვეს, სპეციალური შეხვედრა დაგეგმონ, რომელზედაც თავიანთ შეშფოთებას დააფიქსირებენ ამ ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით, თუმცა, ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით უეფას დღემდე ფიფასგან რაიმე პასუხი არ მიუღია. გლობალური ფეხბურთის განვითარების დირექტორის არსენ ვენგერის მიერ მამაკაცთა და ქალთა შორის ფეხბურთში დასახული საერთაშორისო მატჩების განრიგის შესაბამისობის განხილვის მიზნით, ფიფა მომავალ ხუთშაბათს, ე.ი. 30 სექტემბერს, სპეციალურ შეკრებას გამართავს. როგორც ცნობილია, 1930 წლიდან დაწყებული მამაკაცთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება ოთხ წელიწადში ერთხელ  (მხოლოდ 1942 და 1946 წლებში მეორე მსოფლიო ომის გამო გაუქმდა), ხოლო ქალებს შორის კი 1991 წლიდან იმართება.



მსგავსი ინფორმაციები