თურქეთი ნიდერლანდებთან დიდი სხვაობით დამარცხდა

თურქეთი ნიდერლანდებთან დიდი სხვაობით დამარცხდა

1704469
თურქეთი ნიდერლანდებთან დიდი სხვაობით დამარცხდა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურში გუშინ, თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, რომელიც G ჯგუფში ასპარეზობს,  ნიდერლანდებს დაუპირისპირდა.  იოჰან კრუიფის არენაზე გამართული მატჩი, თურქეთის მარცხით 6-1 დასრულდა.

ამრიგად, 6 ტურის შემდეგ G ჯგუფში  თურქეთი 11 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო ნიდერლანდები 13 ქულით ლიდერობს.

თურქეთი ჯგუფში მეშვიდე  ტურის შეხვედრას 8 ოქტომბერს სტამბოლში ნორვეგიას შეხვდება. ნიდერლანდები კი ლატვიას დაუპირისპირდება.


საკვანძო სიტყვები: #ნიდერლანდები , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები