იცით თუ არა, რომ? 35-2021

„თურქეთი ოლიმპიადებზე“

1699700
იცით თუ არა, რომ? 35-2021

იცით თუ არა, რომ? 88-(35)-2021

„თურქეთი ოლიმპიადებზე“

იცით თუ არა, რომ თურქეთმა ოლიმპიურ თამაშებში პირველად მონაწილეობა 1908 წელს მიიღო?

1896 წელს დაწყებული თანამედროვე ოლიმპიური თამაშების მეათე წლისთავის გამო 1906 წელს ათენში გამართულ "შუალედურ ოლიმპიადაზე" ოსმალეთის იმპერიამ სპორტსმენები გააგზავნა და მისი პირველი ოფიციალური მონაწილეობა ოლიმპიადაში ორი წლის შემდეგ მოხდა. 1908 წელს ჩამოყალიბდა ოსმალეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, რომელმაც შექმნა დღევანდელი თურქეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საძირკველი და ოფიციალურად ოლიმპიადაზე თურქეთის წარდგენის უფლება მიიღო. ტანმოვარჯიშე ალეკო მულოსი, რომელიც მონაწილეობდა 1908 წლის ოლიმპიადაში, გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც ოფიციალურად წარადგინა თურქეთი ოლიმპიადაზე.

ოლიმპიის ისტორიაში პირველი ოქროს მედალი თურქეთს მოჭიდავე იაშარ ერქანმა ბერლინში 1936 წელს მოუტანა. ოლიმპიადაში მონაწილე თურქმა სპორტსმენებმა 1936 წლიდან თითქმის ყველა ზაფხულის ოლიმპიადაზე მიაღწიეს წარმატებას. ტოკიო 2020 კი იყო ოლიმპიური თამაშები, რომელზეც თურქეთმა დღემდე ყველაზე მეტი, 13 მედალი მოიპოვა.



მსგავსი ინფორმაციები