ოლიმპიაკოს-გალათასარაის მატჩი გაუქმდა

თურქეთმა ბერძნული მხარის დამოკიდებულება მკაცრად გააკრიტიკა

1674378
ოლიმპიაკოს-გალათასარაის მატჩი გაუქმდა

თურქეთმა, ბერძნულ კლუბ ოლიმპიაკოსთან გასამართი ამხანაგური მატჩისათვის ათენში ჩასული თურქული კლუბის, გალათასარაის მიმართ მოპყრობა მკაცრად გააკრიტიკა.

საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა თანჟუ ბილგიჩმა წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენი ჯგუფის მიერ ჩატარებული PCR ტესტების უარყოფითის შედეგების მიუხედავად, ბერძნული მხარის მხრიდან ხელმეორედ ტესტების მოთხოვნა და დიდი ხნის მანძილზე აეროპორტში ლოდინი, ჯენტლმენობისა და კეთილსინდისიერებისგან შორს არის.“

შეგახსენებთ, რომ გუშინ გალათასარაი გუნდი, რომელსაც საბერძნეთის კლუბ, ოლიმპიაკოსთან ათენში ამხანაგური მატჩი უნდა გაემართა, ჩატარებული PCR ტესტები ბერძნულმა მხარემ არ მიიღო და ხელმეორედ ტესტების ჩატარება მოითხოვა. ამის გამო კი, გალათასარაის გუნდმა სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც დღეს გასამართი, ოლიმპიაკოს-გალათასარაის ამხანაგური მატი გაუქმდა.


საკვანძო სიტყვები: #გალათასარაი , #ოლიმპიაკოსი

მსგავსი ინფორმაციები