„ანადოლუ ეფესი“ 2020-2021 წლის სეზონის ჩემპიონი გახდა

„ანადოლუ ეფესს“ გამარჯვება პრეზიდნეტმა რ. თ ერდოღამა მიულოცა

1648640
„ანადოლუ ეფესი“ 2020-2021 წლის სეზონის ჩემპიონი გახდა
anadolu efes thy avrupa ligi sampiyonu1.jpg
anadolu efes thy avrupa ligi sampiyonu.jpg

კალათბურთში „თურქეთის ავიახაზების“ ევროპის ლიგის ოთხმხრივ ფინალში თურქეთის გუნდმა „ანადოლუ ეფესმა“ ესპანეთის „ბარსელონა“ 86-81 დაამარცხა და 2020-2021 წლის სეზონის ჩემპიონი გახდა.

გერმანიის ქალაქ კიოლნში გამართული მატჩი „ანადოლუ ეფესმა“ მოიგო და ევროპის საკალათბურთო კლუბების დონის ყველაზე დიდ ღონისძიებაზე პირველი ჩემპიონობა მოიპოვა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ თასის გადაცემის ცერემონიალზე ევროპის ლიგის პრეზიდენტმა, ჯორდი ბერტომეუმ, თასი „ანადოლუ ეფესის“ კაპიტანს დოღუშ ბალბაის გადასცა.

„ანადოლუ ეფესის“ მოთამაშემ, სერბმა ვასილიე მიჩიჩმა, ფინალურ მატჩში თავის გუნდს ყველაზე მეტი 25 ქულა მოუტანა და ჩამპიონობის მოპოვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

მთავარმა მწვრთნელმა ერგინ ათამანმა, დუსან ივკოვიჩის და დევიდ ბლატის შემდეგ როგორც ULEB-ის ევროპის თასის, ასევე „თურქეთის ავიახაზების“ ეროპის ლიგის მომგები მესამე მთავარი მწვრთნელის ტიტული მოიპოვა.

ათამანი ასევე გახდა მესამე მთავარი მწვრთნელი, რომლის ოთხმა სხვადასხვა კლუბმა ევროპის თასი მოიგო.

„ანადოლუ ეფესი“ „ფენერბაჰჩეს“ შემდეგ მეორე თურქული კლუბი გახდა, რომელმაც ევროპის ლიგაზე ჩემპიონობას მიაღწია. „ფენერბაჰჩემ“ თასი 2017 წელს მოიგო.

„ანადოლუ ეფესს“ გამარჯვება პრეზიდნეტმა რ. თ ერდოღამა „ტვიტერით“ მიულოცა და მასში ნათქვამია: „ანადოლუ ეფესს, რომელმაც თურქეთის ავიახაზების ევროპის ლიგის ფინალში ჩემპიონობა მოიპოვა, მთელი გულით ვულოცავ. პირად ჩემი და ერის სახელით მადლობას ვუხდი ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში, რომელმაც დიდი სიამაყე მოგვანიჭა.“

კლუბს გამარჯვება ასევე მიულოცეს თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ, მუსტაფა შენთოფმა, ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქთაიმ, პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა, კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა, მინისტრებმა, სპორტულმა ფედერაციებმა და კლუბებმა.



მსგავსი ინფორმაციები