გალათასარაიმ ზედიზედ მეოთხედ მოიგო
მან ბაშაქშეჰირი 3:0 დაამარცხა
1576611

თურქეთის ფეხბურთის სუპერლიგის 23-ე ტურში სტამბოლის გალათასარაიმ მშრალი ანგარიშით, 3:0 დაამარხა სტამბოლის ბაშაქშეჰირი და ამით ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო. გოლები გაიტანეს ჰენრი ონიეკურმა, რაიან დონკმა და მუსტაფა მუჰამედმა (პენალტით). ამით გალათასარაიმ სუპერლიგაში ქულა 45-მდე გაზარდა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო მედიპოლ ბაშაქშეჰირი 24 ქულით მე-15 ადგილზე დარჩა.