კოვიდ 19-მა დიდი დარტყმა მიაყენა კლუბების საბაზრო ღირებულებას

ყველაზე მეტად ფრანგული კლუბები დაზარალდებიან

1441985
კოვიდ 19-მა დიდი დარტყმა მიაყენა კლუბების საბაზრო ღირებულებას

კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის გამო, ევროპული კლუბების საბაზრო ღირებულება სავარაუდოდ, საშუალოდ 20-25 პროცენტით დაეცემა. KPMG Football Benchmark–ის მიერ ჩატარებულ გამოკვლევაში, კოვიდ-19 ეპიდემიის დროს, ევროპის 32 ყველაზე ძვირად ღირებული კლუბების საბაზრო ღირებულებების შემცირება გამოიკვლიეს. კვლევაში ნათქვამია, რომ საფრანგეთში, სადაც ლიგები გაუქმდა, ყველაზე მეტად დაზიანდებიან საფეხბურთო კლუბები. ასე მაგალითად, ამ გამოკვლევით ოლიმპიური ლიონი სავარაუდოდ, 27.5 პროცენტით დაკარგავს ღირებულებას, ხოლო პარი სენ ჟერმენი (PSG) კი 25.4 პროცენტით. ამავე გამოკვლევით, თურქეთის კლუბებს შორის ყველაზე მეტ, 23.3 პროცენტიან ღირებულებას სტამბოლის გალათასარაი დაკარგავს, ხოლო მას 20.2 პროცენტით ბეშიქთაში მოჰყვება



მსგავსი ინფორმაციები