გერმანიის თასზე პირველი ფინალისტი ლევერკუზენი გახდა
იგი ფინალში, ბაიერნი-აინტრახტს შორის გამარჯვებულს შეხვდება
1433037

გერმანიის თასის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში, ბაერ ლევერკუზენმა, მე–4 ლიგაში მოთამაშე საარბრიუკენი გასვლით მატჩშიც დაამარცხა ანგარიშით 3-0 და ამით პირველი საფინალო საგზური მოიპოვა. მეორე ფინალისტის ვინაობა დღეს საღამოს, მიუნხენის ბაიერნისა და აინტრახტის ფრანკფურტის მატჩის შემდეგ გახდება ცნობილი. ფინალური მატჩი კი ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე, 4 ივლისს გაიმართება.