უეფამ, უკრაინელ ფეხბურთელს 1 წლის დისკვალიფიკაცია მისცა

მას დოპინგის გამოყენებაში დასდეს ბრალი

1417204
უეფამ, უკრაინელ ფეხბურთელს 1 წლის დისკვალიფიკაცია მისცა

უეფამ, დინამოს კიევის თავდამსხმელს არტემ ბესედინს, დოპინგის გამოყენების გამო ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა. უეფას ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არტემ ბესედინს 1 წლით აუკრძალეს თამაში, რადგან, უეფას ლიგის თასზე მოასპარეზე კიევის დინამოსა და შვეციის მალმოს თამაშის შემდეგ ჩატარებული ტესტის დროს, უკრაინელ ფეხბურთელს სისხლში აკრძალული ნივთიერება აღმოაჩნდა. გამოძიების დაწყების შემდეგ, უკრაინელმა მოთამაშემ არ მიმართა საერთაშორისო სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS), რის გამოც ეს  გადაწყვეტილება დადასტურებულად იქნა აღიარებული. 24 წლის ფეხბურთელმა, მონაწილეობა მიიღო 12 ეროვნულ მატჩში და გაიტანა 2 გოლი.



მსგავსი ინფორმაციები