FIBA-ს მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატის თარიღი ცნობილი გახდა

ჯგუფურ მატჩებს პირველად ისტორიაში, ერთდროულად  სამი ქვეყანა უმასპინძლებს

1415005
FIBA-ს მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატის თარიღი ცნობილი გახდა

საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციების ასოციაციის (FIBA) მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2023 წლის FIBA-ს მსოფლიო თასის გათამაშება 25 აგვისტოსა და 10 სექტემბერს შორის გაიმართება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გათამაშების  თარიღები განისაზღვრა მასპინძელ ქვეყნებთან, ფილიპინებთან, იაპონიასთან და ინდონეზიასთან კონსულტაციით. პირველად კალათბურთის ისტორიაში, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ მატჩებს ერთდროულად სამი ქვეყანა, ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია უმასპინძლებენ, ხოლო ფინალი ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გაიმართება



მსგავსი ინფორმაციები