FIFA-მ  ფეხბურთში კიდევ ერთი ახალი ცვლილება შეიტანა

FIFA-მ  ფეხბურთში კიდევ ერთი ახალი ცვლილება შეიტანა

1413778
FIFA-მ  ფეხბურთში კიდევ ერთი ახალი ცვლილება შეიტანა

მსოფლიოს ფეხბურთის მმართველმა ორგანო  FIFA-მ, ახალი ტიპის  კორონავირუსის  (კოვიდ-19) ინფექციის გამო თამაშის წესებში დროებითი ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა. კერძოდ, საუბარია ერთ კონკრეტულ მატჩში გუნდის მიერ ფეხბურთელთა სამის ნაცვლად, ხუთამდე შეცვლის შესაძლებლობაზე. წესის შეცვლა კორონავირუსული პანდემიის ფონზე დატვირთული საფეხბურთო გრაფიკის გამო ხდება აუცილებელი.  ეს ფეხბურთელებს გადატვირთული გრაფიკის პირობებში დამატებითი დატვირთვისა და ტრავმებისგან შეძლებისდაგვარად დაიცავს. ვარაუდობენ, რომ ევროპის ქვეყნებში მიმდინარე სეზონს კვირაში ორი ან სამი მატჩის გამართვით ჩაამთავრებენ. ცნობისათვის, ფიფამ ერთი მატჩის მიმდინარეობისას გუნდის მიერ სამი ცვლილების განხორციელების უფლება 1995 წელს შემოიღო.


საკვანძო სიტყვები: #ცვლილება , #ფეხბურთი , #FIFA

მსგავსი ინფორმაციები