საფრანგეთში ჩემპიონატის ვადამდე დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს

საფრანგეთში ჩემპიონატის ვადამდე დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს

1407426
საფრანგეთში ჩემპიონატის ვადამდე დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს

საფრანგეთში, ნიდერლანდების მსგავსად ჩემპიონატის ვადამდე დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა განაცხადა. მისი თქმით, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამო ქვეყანაში, 2019-2020 წლის სეზონის ყველა სპორტული ღონისიძიება, მათ შორის ფეხბურთის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. ახლა კი მთელი ყურადღება, ფედერაციაზეა გადატანილი. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ჩემპიონატის შედეგებს, იმას, თუ ვის აღიარებენ ჩემპიონად, რომელი გუნდები იასპარეზებენ ევროტურნირებზე, რომლები დაქვეითდებიან ლიგა 2-ში და რომლები აღზევდებიან ლიგა 1-ში, მაისში განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ უეფამ  ფედერაციებს განუცხადა, რომ ადგილობრივი ლიგები და თასის მატჩები დასრულდეს თამაშებით.



მსგავსი ინფორმაციები