FIFA ფეხბურთში კიდევ ერთი ახალი ცვლილების შესატანად ემზადება

FIFA ფეხბურთში კიდევ ერთი ახალი ცვლილების შესატანად ემზადება

1406472
FIFA ფეხბურთში კიდევ ერთი ახალი ცვლილების შესატანად ემზადება

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო  FIFA, ახალი ტიპის  კორონავირუსული (კოვიდ-19) ინფექციის გამო თამაშის წესებში დროებითი ცვლილების შეტანას აპირებს. კერძოდ, საუბარია ერთ კონკრეტულ მატჩში გუნდის მიერ ფეხბურთელთა სამის ნაცვლად, ხუთამდე შეცვლის შესაძლებლობაზე. წესის შეცვლა კორონავირუსული პანდემიის ფონზე დატვირთული საფეხბურთო გრაფიკის გამო ხდება აუცილებელი. ახალი წესის ამოქმედება მომდევნო წლის ბოლომდე იგეგმება. ეს ფეხბურთელებს გადატვირთული გრაფიკის პირობებში დამატებითი დატვირთვისა და ტრავმებისგან შეძლებისდაგვარად დაიცავს. ვარაუდობენ, რომ ევროპის ქვეყნებში მიმდინარე სეზონს კვირაში ორი ან სამი მატჩის გამართვით ჩაამთავრებენ. ცნობისათვის, ფიფამ ერთი მატჩის მიმდინარეობისას გუნდის მიერ სამი ცვლილების განხორციელების უფლება 1995 წელს შემოიღო.



მსგავსი ინფორმაციები