უეფა ჩემპიონატების თამაშებით დასრულებას ითხოვს
საბოლოო გადაწყვეყილება კი ხვალ გასამართ უეფა-ს აღმასრულებელ საბჭოზე იქნება მიღებული
1403007
კორონავირუსმა, როგორც სხვა მრავალი სფერო, ფეხბურთიც სერიოზულად დააზარალა. გლობალური პანდემიის ცენტრად გადაქცეულ ევროპაში ლიგები შეჩერდა. სწორედ ამ და სხვა მრავალ საკითხთან დაკავშირებით, უეფამ 55 ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენციით გამართა შეხვედრა. შეხვედრაზე, სამუშაო ჯგუფების მიერ, ახალი სიახლეები იქნა წარმოდგენილი, რომლებიც შეიქმნა მარტის ბოლოს. ამ განახლებებში შემოთავაზებულია სხვადასხვა კალენდარული ვარიანტი, რომელიც მოიცავს როგორც ნაკრების, ისე კლუბის დონის საკვალიფიკაციო მატჩებს. უეფამ ფედერაციებს განუცხადა, რომ ადგილობრივი ლიგები და თასის მატჩები დასრულდეს თამაშებით. საბოლოო გადაწყვეყილება კი ხვალ გასამართ უეფა-ს აღმასრულებელ საბჭოზე იქნება მიღებული.