ბუნდესლიგაში თამაშების ბედი, 23 აპრილის შეკრებაზე გადაწყდება
ლიგის მატჩები შეიძლება მაისის დასაწყისში განახლდეს
1398346
გერმანიაში, რომელიც ევროპაში კორონავირუსის ეპიდემიით ყველაზე მეტად დაზარალებულ მეოთხე ქვეყანად ითვლება, საფეხბურთო ლიგებში თამაშები გასულ თვეში შეწყდა. 1-ლი და მე -2 საფეხბურთო ლიგების ბედი, რომლებიც დროებით შეჩერებულია 30 აპრილამდე, მომდევნო კვირას გახდება ცნობილი, რადგან, გერმანიის კლუბთა ასოციაციამ გამოაცხადა, რომ შეკრება, რომელიც 17 აპრილს უნდა ჩატარებულიყო, მომდევნო კვირაში, კონკრეტულად კი 23 აპრილს გაიმართება. კლუბების კავშირის თავჯდომარემ კრისტიან სეიფერტმა, ადრე გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ ისინი აპირებენ ხსენებულ ლიგებში მატჩების მაისის დასაწყისში დაწყებას და ივნისის ბოლოს დასრულებას.