ტოტენჰემმა სტადიონის კარი ქვეყანაში კოვიდ-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლისთვის გახსნა
ტოტენჰემმა სტადიონის კარი ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლისთვის გახსნა
1388106
ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბებიდან ტოტენჰემმა სტადიონის კარი ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლისთვის გახსნა.
ტოტენჰემ ჰოტსპურის სტადიონის კორონავირუსით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად გამოყენება დაიწყო.
პირველ რიგში სტადიონის ავტოსადგომი, საჭიროების მქონე ადამიანებისთვის გასანაწილებელი საკვები პროდუქტების შესანახ საწყობად გადაკეთდა.
კლუბის ხელმძღვანელმა დენიელ ლევიმ განაცხადა, რომ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა აქვთ და დაამატა: ”ჩვენ ვამაყობთ იმ ძალისხმევით, რომელიც ყველამ ჩადო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ დღევანდელ დღეს მივიჩნევთ საწყისად იმ მცდელობებისა, რის გაკეთებაც ჩვენს კლუბს შეუძლია ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად.”