კორონავირუსის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 2021 წლისთვის ოფიციალურად გადაიდო

კორონავირუსის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 2021 წლისთვის ოფიციალურად გადაიდო

1384461
კორონავირუსის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 2021 წლისთვის ოფიციალურად გადაიდო

კორონავირუსის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 2021 წლისთვის ოფიციალურად გადაიდო.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და იაპონიის პრემიერმინისტრმა შინზო აბემ გამოაცხადეს, რომ გადავადების საკითხზე შეთანხმდნენ და ოლიმპიადა მომდევნო წლისთვის გადაიდო.

თამაშების სახელი „ტოკიო 2020“ დარჩება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მმართველმა საბჭომ ტოკიო 2020 ოლიმპიადის და პარაოლიმპიური თამაშების „ტოკიო 2020“-ის სახელით 2021 წელში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.  

1896 წლიდან დღემდე ოლიმპიადა პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს არ ჩატარებულა, თუმცა იგი ისტორიაში პირველად გადაიდო.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, თომას ბახმა, გასულ დღეებში ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებისთვის წერილი დაწერა, რომელშიც აღნიშნა: „ადამიანის სიცოცხლე ოლიმპიადის ჩათვლით ყველაზე მაღლა დგას.“ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს სურს პრობლემის გადაჭრის ნაწილი იყოს. ამის გამო ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელსაც ჩვენ გავატარებთ, ვირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ყველას ჯანმრთელობის წინა პლანზე დაყენება იქნება. ბნელ გვირაბში ყველა ერთად წინ მივდივართ და არ ვიცით კიდევ რამდენ ხანს ვივლით. მაგრამ ეს ვიცი, რომ გვირაბის ბოლოს ჩვენ ოლიმპიური ჩირაღდანი დაგვხვდება.“



მსგავსი ინფორმაციები