თურქი ტაეკვანდოელების წარმატება ჰამბურგში

მათ სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს

1369335
თურქი ტაეკვანდოელების წარმატება ჰამბურგში

გერმანიის ღია ტურნირზე ტაეკვანდოში,  თურქეთის  ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა სამი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თურქეთის Tekwando-ს ფედერაციის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, თურქმა სპორტსმენმა გოგოებმა, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ჩატარებულ გერმანიის ღია ტურნირში მიიღეს მონაწილეობა და 4 მედალს დაეუფლნენ. ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ 49 კგ-ის წონით კატეგორიაში რუქიე ილდირიმი, 53 კგ-ში ზალიჰა აღრისი, 73 კგ-ში ნაფია ქუში, ხოლო ჰატიჯე ქუბრამ კი ვერცხლი მოიპოვა 57 კგ-ის წონით კატეგორიაში. დაჯილდოების ცერემონიის დროს თურქმა გოგონებმა სამხედრო სალამით მოკითხვა გაუგზავნეს სირიაში მებრძოლ თურქ ჯარისკაცებს



მსგავსი ინფორმაციები