ბორუსია დორტმუნდმა ემრე ჯანის ტრანსფერისთვის იუვენტუსთან შეთანხმებას მიაღწია

ბორუსია დორტმუნდმა ემრე ჯანის ტრანსფერისთვის იუვენტუსთან შეთანხმებას მიაღწია

1362316
ბორუსია დორტმუნდმა ემრე ჯანის ტრანსფერისთვის იუვენტუსთან შეთანხმებას მიაღწია

გერმანიის პირველი საფეხბურთო ლიგის (ბუნდესლიგა) კლუბებიდან ბორუსია დორტმუნდმა წარმოშობით თურქი ფეხბურთელის ემრე ჯანის ტრანსფერისთვის იუვენტუსთან შეთანხმებას მიაღწია.  

შუალედური ტრანსფერის პერიოდში დაქირავებული 26 წლის ფეხბურთელის გადაყვანისთვის იტალიურ გუნდთან შეთანხმება გაფორმდა და ემრე ჯანი 1 ივლისს 4 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ტრანსფერის ღირებულება 25 მილიონი ევროა.

თებერვალში ემრე ჯანმა ბორუსია დორტმუნდის ფორმით პირველ მატჩში ითამაშა და გოლიც გაიტანა.



მსგავსი ინფორმაციები