თურქეთის თასის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილი გახდა

ნახევარფინალის პირველი მატჩები  3-4 და 5 მარტს, ხოლო საპასუხო მატჩები  21-22-23 აპრილს გაიმართება

თურქეთის თასის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილი გახდა
ziraat turkiye kupasi.jpg

ზირაათის  თურქეთის თასის  მეოთხედფინალური საპასუხო მატჩები გუშინ გამართული ბოლო ორი შეხვედრით დასრულდა. გუშინდელი შეხვედრებიდან ერზრუმსპორ-ტრაბზონსპორის მატჩი, 1-4 ტრაბზონსპორის სასარგებლოდ დასრულდა რა, ამ ორ გუნდს შორის გამართული პირველი მეოთხედფინალური მატჩი, რომელიც ტრაბზონსპორს 5-0 ჰქონდა მოგებული, ნახევარფინალში გასვლის შანსიც მას ერგო. ბოლო ნახევარფინალისტი კი ასევე გუშინ სივასში, სივასპორ-ანტალიასპორს შორის გამართული მატჩით გამოვლინდა. მატჩი, რომელიც 1-1 დასრულდა და ამ ორ კლუბს შორის გამართული პირველი შეხვედრა რადგან ფრედ, 0-0 იყო დასრულებული, გუშინდელი მატჩის შედეგებით ნახევარფინალის საგზური ანტალიასპორს ერგო.

ასე, რომ ნახევარფინალში ერთმანეთს ტრაბზონსპორი, ფენერბაჰჩეს, ხოლო ანტალიასპორი, ალანიასპორს დაუპირისპირდება.

ნახევარფინალის პირველი მატჩები  3-4 და 5 მარტს, ხოლო საპასუხო მატჩები  21-22-23 აპრილს გაიმართება.  



მსგავსი ინფორმაციები