ბარსელონამ ერნესტო ვალვერდესი გადააყენა

ახალ  მწვრთნელად კი  კიკე სეტიენსი დანიშნა

ბარსელონამ ერნესტო ვალვერდესი გადააყენა

ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მადრიდის ატლეტიკოსთან 3-2 მარცხის შემდეგ, ბარსელონამ მწვრთნელი ერნესტო ვალვერდესი გადააყენა და მის ნაცვლად კიკე სეტიენსი დანიშნა. ლა-ლიგის კლუბ,   რეალ ბეტისის ყოფილ თავკაცს, კიკე სეტიენს ბარსელონამ კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდის  გაუფორმა. 61 წლის კიკე სეტიენი დროებით უმუშევარი იყო და მას კარიერაში მწვრთნელის რანგში არც ერთი ტიტული არ მოუგია. ბარსელონა ამჟამად ლა-ლიგაში 19-ე ტურის შედეგების მიხედვით, მადრიდის  რეალის წინ, ლიდერის პოზიციაზეა.  ორივეს 40 ქულა აქვთ.



მსგავსი ინფორმაციები