“ბადის სულთნებმა“ გერმანელები დაამარცხეს
მათ ტოკიოს საგზური მოიპოვეს
1340300
თურქეთის ქალთა ფრენბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2020 წლის CEV ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ევროპული კონტინენტური საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში, რომელსაც ჰოლანდიამ უმასპინძლა, ანგარიშით 3:0 დაამარცხა გერმანის ნაკრები და ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილეობის საგზური მოიპოვა. “ბადის სულთნებს“ სტამბოლის აეროპორტში მხურვალე შეხვედრა მოუწყეს ფრენბურთის თაყვანისმცემლებმა და მათ ყვავილებით და ორკესტრით მიესალმნენ, ასე რომ, დიდი ხნის განმავლობაში ფინალისტებმა ვერ შესძლეს აეროპორტის დატოვება. ამით თურქმა ფრენბურთელმა ქალებმა ისტორიაში მეორედ მოიპოვეს ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება