ესპანეთის სუპერ თასი მადრიდის რეალმა მოიგო

ესპანეთის სუპერ თასი მადრიდის რეალმა მოიგო

ესპანეთის სუპერ თასი მადრიდის რეალმა მოიგო
ispanya super kupa real madrid2.jpg
ispanya super kupa real madrid1.jpg

ესპანეთის სუპერ თასი მადრიდის რეალმა მოიგო.

საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მეფე აბდულაჰის სახელობის სპორტის ქალაქის სტადიონზე „მადრიდის რეალსა“ და "ატლეტიკოს" შორის გამართული ფინალური მატჩის ძირითადი დრო გოლის გარეშე დასრულდა.

მას შემდეგ რაც დამატებითი დროის ამოწურვის შემდეგ ვითარება არ შეიცვალა, პენალტები დაინიშნა.

პენალტების სერიაში მადრიდის რეალმა 4-1 გაიმარჯვა და მის ისტორიაში ეს თასი თავის მუზეუმში მე-11-ედ წაიღო.

ესპანეთის სუპერ თასი წელს პირველად ჩატარდა ოთხმხრივ ფინალურ ფორმატში. ლა ლიგაში გასული სეზონის ლიგის ჩემპიონმა ბარსელონამ და მეორე ადგილზე გასულმა მადრიდის ატლეტიკომ, მესამე ადგილზე გასულმა მადრიდის რეალმა და მეფის თასის მფლობელმა ვალენსიამ ოთხმხრივ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა.

ნახევარ ფინალის შეხვედრებში მადრიდის ატლეტიკომ ანგარიშით 3-2 ბარსელონა, მადრიდის რეალმა კი ვალენსია 3-0 დაამარცხა და ფინალში გადავიდა.

საუდის არაბეთმა სუპერ თასში მონაწილე კლუბებს 800 ათასი ევრო, ფინალში დამარცხებულს 1,4 მილიონი ევრო, გამარჯვებულს კი 2 მილიონი ევრო გადასცა.

ესპანეთის სუპერ თასის ყველაზე მეტჯერ, ცამეტჯერ, გამარჯვებული ბარსელონაა და მადრიდის რეალმა ეს სხვაობა ორამდე შეამცირა და თასი მეთერთმეტედ მოიპოვა.  


საკვანძო სიტყვები: ლა ლიგა , ესპანეთი

მსგავსი ინფორმაციები