ჩემპიონთა ლიგა 2019 – 2020

ფინალს სტამბოლი უმასპინძლებს

1324278
ჩემპიონთა ლიგა 2019 – 2020
Champions League - Round of 16 draw - Nyon, Switzerland.JPG
kupa.JPG
hamit altıntop kura.JPG
hamit altıntop.JPG

 

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში გამართული წილისყრის შემდეგ, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მე-16 ტურის მეწყვილეები ცნობილი გახდნენ. ამ წილისყრაში დიდ ბრიტანეთიდან 4, ესპანეთიდან 4, იტალიიდან 3, გერმანიიდან 3 და საფრანგეთიდან 2 კლუბი მონაწილეობდა. მე-16 ტურის პირველი მატჩები  18-19 თებერვალს და 25-26 თებერვალს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩები კი  10-11 მარტს და 17-18 მარტს ჩატარდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს სტამბოლის ათათურქის სახელობის ოლიმპიური სტადიონი, 2020 წლის 30 მაისს უმასპინძლებს.

მე-16 ტურში მონაწილე კლუბები ასე დაწყვილდნენ:


ბორუსია დორტმუნდი - პარიზის სენ-ჟერმენი

მადრიდის რეალი - მანჩესტერ სიტი

ატლანტა - ვალენსია

მადრიდის ატლეტიკო - ლივერპული

ჩელსი - ბაიერნი მიუნხენი

ოლიმპიკი ლიონი - იუვენტუსი

ტოტენჰემი - ლაიფციგი

ნეაპოლი - ბარსელონა



მსგავსი ინფორმაციები