ევრო - 2020 ფინალური ჯგუფების წევრები ცნობილია
თურქეთის მეტოქეები იტალია, შვეიცარია და უელსია
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტის ROMEXPO-ს საგამოფენო ცენტრში გუშინ, 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფების წილისყრა შესდგა და თურქეთის ფეხბურთის ეროვნული ნაკრები A ჯგუფში მოხვდა რა, მისი მეტოქეები გახდნენ იტალია, შვეიცარია და უელსი. ეს ჩემპიონატი მომავალი წლის 12 ივნის - 12 ივლისს შორის გაიმართება და სხვათა შორის, პირველად ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, ამ ჩემპიონატს ევროპის 12 სხვადასხვა ქვეყანა უმასპინძლებს. ჩემპიონატი გაიხსნება რომის ოლიმპიურ სტადიონზე, იტალიისა და თურქეთის ნაკრებების თამაშით
ევრო-2020-ის ფინალში ჯგუფები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
A ჯგუფი: თურქეთი, იტალია, უელსი, შვეიცარია
B ჯგუფი: დანია, ფინეთი, ბელგია, რუსეთი
C ჯგუფი: ნიდერლანდები, უკრაინა, ავსტრია, საერთაშორისო ლიგის პლეი-ოფის D ან A ჯგუფის გამარჯვებული
D ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია, საერთაშორისო ლიგის პლეი-ოფის C ჯგუფის გამარჯვებული, ჩეხეთი
E ჯგუფი: ესპანეთი, შვედეთი, პოლონეთი, საერთაშორისო ლიგის პლეი-ოფის B ჯგუფის გამარჯვებული
F ჯგუფი: საერთაშორისო ლიგის პლეი-ოფის A ჯგუფის ან D ჯგუფის გამარჯვებული, პორტუგალია, საფრანგეთი, გერმანია
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთის ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა უელსის მატჩისთვის მზადება დაიწყო
თურქეთის ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა უელსის მატჩისთვის მზადება დაიწყო