ქალაქ ჩორუმში 16 წლამდე ასაკის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა დაიწყო

ქალაქ ჩორუმში 16 წლამდე ასაკის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა დაიწყო

1297341
ქალაქ ჩორუმში 16 წლამდე ასაკის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა დაიწყო
FOTO_19801341_291020191726240000_R_GEN_20191029000000_aa-picture-20191029-19801341.jpg
FOTO_19801342_291020191726240000_R_GEN_20191029000000_aa-picture-20191029-19801342.jpg
FOTO_19801343_291020191726240000_R_GEN_20191029000000_aa-picture-20191029-19801343.jpg
FOTO_19801344_291020191726240000_R_GEN_20191029000000_aa-picture-20191029-19801344.jpg
FOTO_19801340_291020191726240000_R_GEN_20191029000000_aa-picture-20191029-19801340.jpg

ქალაქ ჩორუმში 16 წლამდე ასაკის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა დაიწყო.

თურქეთის ჭადრაკის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ცერემონიით გაიხსნა.

ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა ჩორუმის გუბერნატორმა მუსტაფა ჩიფთჩიმ განაცხადა, რომ დელეგაციებთან ერთად დაახლოებით 400 ადამიანს ერთი კვრის მანძილზე ჩორუმში უმასპინძლებენ.

თურქეთის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარის გულქიზ თულაის განცხადებით, 16 წლამდე ასაკის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაში მონაწილეობას 6 კონტინეტის 38 ქვეყნის 48 ჭადრაკის გუნდი მიიღებს.

თულაის თქმით, ისინი ამაყობენ იმით, რომ თურქეთი ორი წელიწადია ზედიზედ მსოფლიო ჭადრაკის ფედერაციის მნიშვნელოვან ღონისძიებებს მასპინძლობენ.

გახსნის ცერემონიას სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ჩორუმის დეპუტატი ეროლ ქავუნჯუ, სახალხო რესპუბლიკური პარტიის ჩორუმის დეპუტატი ტუფან ქოსე, ჩორუმის მერი ჰალილ იბრაჰიმ აშგინი, ჰიტიტის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალი ოსმან ოზთურქი, ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენელი ვადიმ ციპინი და სპორტსმენები ესწრებოდნენ.

16 წლამდე ასაკის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელშიც 235 სპორტსმენი იასპარეზებს, 5 ნოემბერს დასრულდება.

 


საკვანძო სიტყვები: #ოლიმპიადა , #ჭადრაკი

მსგავსი ინფორმაციები