მესიმ „ოქროს ბუცი“ მეექვსედ მოიგო

ლიონელ მესი ფეხბურთის ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც „ოქროს ბუცი“ მეექვსედ მოიგო

1289809
მესიმ „ოქროს ბუცი“ მეექვსედ მოიგო
MESSI altın ayakkabı.JPG
MESSI altın ayakkabı c.JPG
MESSI altın ayakkabı a.JPG

ლიონელ მესი ფეხბურთის ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც „ოქროს ბუცი“ მეექვსედ მოიგო.  

არგენტინელ ვარსკვლავს ოქროს ბუცი ბარსელონაში გამართულ ცერემონიაზე გადასცეს.
 

გასულ სეზონზე ლა ლიგაში მესიმ 36 გოლი გაიტანა, რითაც საფრანგეთის ლიგაში 33 გოლის ავტორს მბაპეს გაუსწრო.

15 წლიანი კარიერის მანძილზე მესიმ ბევრი რეკორდი დაამყარა. მან  კატალონიის გუნდთან ერთად 692 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ამ კუთხით ხავი ჰერნანდესის შემდეგ მესი მეორე ფეხბურთელია. მესიმ 692 მატჩში 639 გოლი გაიტანა.

არგენტინელი ფეხბურთელი კატალონიის გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის გამტანი ფეხბურთელია.  



მსგავსი ინფორმაციები