თურქი სპორტსმენი პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
იბრაჰიმ ჩოლაქი რგოლებით ვარჯიშში პირველ ადგილს დაეუფლა
1287078
მხატვრული ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატზე, თურქეთის ეროვნული ნაკრების წევრმა იბრაჰიმ ჩოლაქმა, რგოლებით ვარჯიშში, პირველად თურქეთის სპორტულ ისტორიაში, პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონის სახელი მოიხვეჭა. გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, მხატვრული ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატზე, რგოლებით ვარჯიშის ფინალი გაიმართა და თურქმა სპორტსმენმა 14.933 ქულით მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. ამით ჩოლაქმა 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლებაც მიიღო. თურქ სპორტსმენს ეს დიდი წარმატება სატელეფონო საუბარში, თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა მეჰმედ მუჰარემ კასაპოღლუმ მიულოცა