თურქეთმა ალბანეთი ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა

თურქეთმა ალბანეთი ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა

1286711
თურქეთმა ალბანეთი ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა

თურქეთის  ეროვნულმა  საფეხბურთო  ნაკრებმა, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო,  H ჯგუფის მეშვიდე   ტურის ფარგლებში ალბანეთს დაუპირისპირდა. სტამბოლში ულქერის სტადიონზე გამართული შეხვედრა 90-ე წუთზე ჯენკ თოსუნის გატანილი გოლით,  ანგარიშით 1-0 თურქების სასარგებლოდ დასრულდა. თურქეთის ეროვნული ნაკრები ამჟამად ჯგუფში 18 ქულით პირველ ადგილზეა.  საფრანგეთი კი ასევე 18 ქულით მეორე ადგილზე. თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მომდევნო შეხვედრას 14 ოქტომბერს სტუმრად საფრანგეთთან  გამართავს.  ეს შეხვედრაც TRT 1-ის არხით პირდაპირ იქნება ტრანსლირებული.


საკვანძო სიტყვები: #დამარცხება , #ალბანეთი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები