დერბი მატჩი ტრაბზონსპორის გამარჯვებით დასრულდა
ტრაბზონსპორმა ბეშიქთაში 4-1 დაამარცხა
1278528




თურქეთის სუპერლიგის მე-6 ტურის ფარგლებში გუშინ, ტრაბზონში, ტრაბზონსპორ-ბეშიქთაშს შორის დერბი მატჩი გაიმართა. მატჩი ტრაბზონსპორმა დამაჯერებელი ანგარიშით 4-1 გაიმარჯვა. მატჩის პირველი გოლი ტრაბზონსპორის სასარგებლოდ (ავტო-გოლით) ბეშიქთაშელმა დორუქან თოქოზმა (31) გაიტანა. მეორე გოლი ხოსე სოსამ (42) გაიტანა. მესამე გოლი ალექსანდერ სორლოთმა (65) გაიტანა. ბეშიქთაშმა გუვენ იალჩინის მიერ 79-ე წუთზე გატანილი გოლით ანგარიში 3-1 ტრაბზონსპორის სასარგებლოდ გახადა. მატჩის საბოლოო გოლი კი 88-ე წუთზე ტრაბზონის სასარგებლოდ ანტონი ნვაკაემემ გაიტანა რა, გუშინდელი დერბი მატჩი, ტრაბზონსპორის გამარჯვებით, ანგარიშით 4-1 დასრულდა.